სასტუმრო ბილტმორში ქოუჩინგის საერთაშორისო ასოციაციის რიგით მეორე ოფიციალური შემაჯამებელი შეხვედრა შედგა, სადაც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეს თანამშრომლობისა და საინტერესო პროექტების განხორციელებისთვის მადლობის სიგელი გადაეცა.
თინათინ ნიბლოშვილს სიგელი ქოუჩინგის საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელმა ხათუნა მუზაშვილმა გადასცა.
თბილისის წარმომადგენლობით ორგანოს ქოუჩინგის ასოციაციასთან რამდენიმე პროექტი აქვს განხორციელებული.
მათ შორის, გასულ წელს თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივითა და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის მხარდაჭერით ქალი ქალი მსჯავრდებულებისთვის N5 პენიტენციურ დაწესებულებაში რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის არაერთი პრიექტი განხორციელდა, რომელიც მიზნად მსჯავრდებული ქალების რეაბილიტაციას ისახავდა.
შეხვედრის ფარგლებში ასოციაციის წევრებმა და მოწვეულმა სტუმრებმა 2023 წლის ანგარიში მოისმინეს და 2024 წლის დაგეგმილ ღონისძიებებს გაეცნენ.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში კი ქოუჩინგის სკოლის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ.
გენდერული თანასწორობის საბჭოსა და აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
აპრილი 24,2024საკრებულოში მუნიციპალიტეტის იურიდიული სამსახურების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
აპრილი 11,2024„უსაფრთხო ონლაინი:ქალთა გაძლიერება ციფრულ ეკონომიკაში“ ფარგლებში გამგეობების თანამშრომლებთან შეხვედრა გაიმართა
აპრილი 04,2024